სამშაბათი, 2024-05-07, 11:21 PM

PITKIN.TK ®

საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
Videos [4]
ვიდეოები
Movies [30]
კინოები
Games [5]
თამაშები
Lyrics [2]
სიმღერის ტექსტები
School [1]
სკოლა
ბანერი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
ბანერი
მინი პლეიერი

ჩვენ შესახებ

ქართულ-ინგლისური სკოლა ”ბრიტანიკა” კერძო ზოგად-საგანმანათლებო სკოლაა. სკოლის მიზანია 21-ე საუკუნის საქართველოს აღუზარდოს ახალგაზრდობა, რომელიც შეძლებს წარმატებით გააგრძელოს სწავლა ნებისმიერ სასწავლებელში, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთაც.

სკოლის მაღალკვალიფიციური მასწავლებლები გაკვეთილებს ატარებენ თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ კლასებში, რაც საუკეთესო პირობებს ქმნის მოსწავლეთა მცირერიცხოვანი ჯგუფების ინტენსიური სწავლებისათვის.

სკოლაში ისწავლება ქართული, ინგლისური, რუსული და იაპონური ენები.

ჩვენი აკადემიური პროგრამა მოსწავლეებს განსაკუთრებულ მოთხოვნებს უყენებს: ყოველდღიურად უნდა მოამზადონ დავალებები ყველა საგანში. აქტიური მონაწილეობა მიიღონ დისკუსიებში და მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ კომპიუტერული ტექნოლოგიები. ყველა საგანში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა წერას.

სკოლას აქვს უშუალო კავშირი ბრიტანეთის საბჭოს საგანმანათლებო სექტორთან. მათი ხელშეწყობით ჩვენი სკოლის მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო დონეზე მოწყობილ ღონისძიებებში. უფროსკლასელები სურვილისამებრ ჩააბარებენ KET, PET, FCE სასერთიფიკატო გამოცდებს, რომელიც ტარდება ყოველწლიურად ბრიტანეთის საბჭოს მიერ.

საბუნებისმეტყველო საგნები – ქიმია, ფიზიკა და ბიოლოგია ისწავლება ქართულ ენაზე, ხოლო მე-10, მე-11 კლასებში მოსწავლეები გაივლიან ამ საგნების ორწლიან კურსს ინგლისურ ენაზე. თეორიული შესწავლის პარალელურად ათვისებას ხელს შეუწყობს კომპიუტერის გამოყენება. გარკვეული ცდები ჩატარდება პრაქტიკულ მეცადინეობებზე, ხოლო ნაწილს ექპერიმენტებისას მოსწავლეები გაეცნობიან სასწავლო ვიდეო კასეტების საშუალებით.

მე-7 კლასიდან სკოლის მოსწავლეები შეისწავლიან იაპონურ ენას და კულტურას. ისინი შეისწავლიან ანბანს – ჰირაგანასა და კატაგანას; იეროგლიფებს (დაახლოებით 1500-2000), გრამატიკის საფუძვლებს სახელმძღვანელოებზე დაყრდნობით: Japanese for Youn People, Introctory Japanese, Basic Kanji Book. რაც შეეხება იაპონურ კულტურასა და ტრადიციებს, მოსწავლეებს ლექციის სახით პედაგოგი მიაწვდის ინფორმაციას იაპონური დამწერლობის, ისტორიული ეპოქების, იაპონიის ძირითადი ქალაქებისა და მათი ისტორიის შესახებ. ფართოდ გამოიყენება ვიდეო-მასალა, რომელსაც მოგვაწვდის აზია-აფრიკის ინსტიტუტი.

სკოლაში ფუნქციონირებს კარატეს სექცია.


სკაიპი: omo_1996
E-mail. omo.sh@hotmail.com